ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ-მა შინ “რეიმსს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩი გამართა და თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ქართველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, შემდეგ მის ნაცვლად თამაშში მარკო ასენსიო ჩაერთო.
ხვიჩას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შემდეგნაირად შეაფასეს:
Flashscore 7.3, Whoscored 6.9, Sofascore 6.9
“პარი სენ ჟერმენი” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 47 ქულით 1-ელ ადგილზეა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 30 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე, “შტუტგარტის” წინააღმდეგ გამართავს.