“გილოცავთ ყველას! ახლა ქმედებებზე გადასვლის დროა”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება.
გილოცავთ ყველას! ოღონდ, ახლა უკვე წუწუნის და თხოვნა-მუდარის მოდუსიდან გამოსვლის და ქმედებებზე გადასვლის დროა. თვინიერ საქმეთა სტატუსი მკვდარ არს, – წერს ნიკა გვარამია.