“საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!” | დარჩიაშვილი

“საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!” – წერს X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
“საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებებისა და პროგრესის აღიარება! საქართველოს მთავრობის ნება, რომ საქართველოს ცივილიზებული არჩევანი რეალობაც აქციოს, არის უცვლელი. ჩვენ ვართ მზად და ვმუშაობთ ერთად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე” – წერს დარჩიაშვილი.
Congratulations, Georgia 🇬🇪 on this historic day! Our country has been granted candidate status! Today’s decision is an explicit recognition of Georgia’s aspirations, its striving for many years and the progress achieved! The will of the Georgian government to make 🇬🇪’s…— Ilia Darchiashvili (@iliadarch) December 14, 2023