მერია: კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა დროებით გაითიშება

თბილისის მერიის თქმით, “საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „ს“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება”. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.
“პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა.
აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.
***
დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებში საპროტესტო აუდიო ჩანაწერია ჩართული.