ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ-მა გუნდის 26 წლის მაროკოელ მცველ აშრაფ ჰაკიმისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
მოქმედი შრომითი ხელშეკრულება აფრიკელს პარიზელებთან 2026 წლის ივნისში ეწურებოდა, ახალი კონტრაქტით კი “პარკ დე ფრანსზე” 2029 წლამდე უნდა დარჩეს.
მიმდინარე სეზონში ჰაკიმიმ ჯამში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.