– უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის

უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ტრამპისთვის უნდა იყოს გამარჯვება და არა პუტინისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნებში ძლიერი გამარჯვება მოიპოვა და ახლა საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს დგამს. უკრაინაში ომის დასრულების საკითხი, ვფიქრობ, ტრამპისთვის გამარჯვება უნდა იყოს და არა პუტინისთვის. პუტინი მისთვის არაფერია. ამერიკა უფრო ძლიერია, ვიდრე , ევროპა უფრო ძლიერია, ჩინეთი უფრო ძლიერია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთობლივი სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს.
„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ომის ნამდვილად და სწრაფად დასრულება სურს, მიზანშეწონილია, რომ პუტინთან კომუნიკაციის დაწყებამდე გეგმა გვქონდეს. მიმაჩნია, რომ ეს -ის, ევროკავშირისა და მთლიანად ევროპის ინტერესებშია. ასევე, ეს უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებშია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)