შსს–ს ინსპექტორმა მოქალაქეს, მის შვილსა და მისი შვილის მეგობარს სცემა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობის ფაქტებზე, ქ.ახალციხეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
“ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ 3 ძალადობრივ ეპიზოდში იქნა მხილებული. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს . 2023 წლის 19 ნოემბერს, სამართალდამცავმა ახალციხის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებული მოქალაქის შვილს და მის მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 2023 წლის 27 ნოემბერს, ახალციხის რაიონში, დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაზარალებულ მ.მ.-ს კვლავ შეხვდა და განმეორებით სცემა, ხელი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა და ორივე ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა . სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დანაშაულის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები გამოითხოვა; დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით ერთ-ერთ დაზარალებულს სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა. ასევე, მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ინსპექტორი ძალადობის ბრალდებით იქნა დაკავებული.” ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…