“ყოველთვის, როცა მერცხლები წავლენ… ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ… გულო! რამხელა მოწყენას ავლენ! გულო! რამხელა სინანულს ავლენ!”

“ყოველთვის,
როცა მერცხლები წავლენ…
ყოველთვის,
როცა ფიფქები მოვლენ…
გულო! რამხელა მოწყენას ავლენ!
გულო! რამხელა სინანულს ავლენ!
დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი,
სიცივეც,
ქარიც,
გრიგალიც,
თოვლიც…
… გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს,
მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი,
დედა წვებოდა ყველაზე ადრე,
რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი.
ყველაზე ადრე დგებოდა დილით,
ცოცხით ოთახის სიჩუმეს გვიდა,
ბავშვს ხომ უნდაო, საუზმე თბილი,
სადილი გვინდა… რაღაცა გვინდა…
და მოკვდა იგი, გამრჯე და შემძლე,
მას დარდად გაჰყვა ფიქრები ჩემზე.
არა, აღარ ზის ის საჩეჩელთან
ათოვს დედის გულს, თოვლივით სუფთას.
ის ადრე მოკვდა, ვინ იცის ჩემთვის
ცივი სამარის გათბობაც სურდა…
და მუდამ, როცა მერცხლები წავლენ,
ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ,
გულო! რამხელა მოწყენას ავლენ,
გულო! რამხელა სინანულს ავლენ,
მე ეს სიცივე მაგონებს დედას,
დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი…”
გარდაიცვალა პოეტი ტარიელ ჭანტურია – ქართული პოეზიის განსაკუთრებული სახელი, მუდამ თანამედროვე და ექსპერიმენტული ტექსტების ავტორი, საბას ორგზის ლაურეატი. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მკითხველს!

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ