ლუის ენრიკე: „კვარა“ უნივერსალია და ჩვენს იდეას შეესაბამება

პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ს შესახებაც ისაუბრა:
„ვთვლი, რომ ის ფეხბურთელია, რომელმაც „ნაპოლიში“ და ნაკრებში თავისი მაღალი კლასი წარმოაჩინა. ჩვენს სათამაშო მოდელში ჩინებულად მოახერხებს ადაპტირებას. ერთი ერთზე თამაშის შესანიშნავი უნარები გააჩნია, ცენტრში შეწევაც შეუძლია და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშიც. უნივერსალია, დაცვასაც კარგად ეხმარება, რადგან ჩვენ 11 ფეხბურთელით ვუტევთ და ვიცავთ თავს. იდეაში, ფურცელზე ფეხბურზე ჩვენს წარმოდგენას შეესაბამება“.