თურქეთში სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, – ამის შესახებ გაზეთი Hurriyet-ი შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

ხანძარი 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში დილის სამ საათზე გაჩნდა. სასტუმროში ამ დროს 237 ადამიანი ცხოვრობდა, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ნაწილი ფანჯრებიდან გადმოხტომით ცდილობდა თავის შველას. ამის გამო, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა ათობით სახანძრო და 38 სასწრაფო დახმარების მანქანა. სასტუმრო მდებარეობს მთის ფერდობზე, რამაც გაართულა სამაშველო ოპერაციები. მეხანძრეებმა მხოლოდ 10 საათის შემდეგ შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მთავრობამ მომხდარის გამოძიება ექვს პროკურორს მიანდო.
სასამართლომ სტიქიის ზონაში მუშაობა აუკრძალა სამაუწყებლო მედიას, ამის მიზეზად კი ინციდენტის გამოსაძიებლად მტკიცებულებების შეგროვების უზრუნველყოფა დაასახელა. პრევენციის მიზნით, მოხდა მობინადრეთა ევაკუაცია მეზობლად მდებარე სასტუმროებიდან. ისინი სხვა სასტუმროებში გადაანაწილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი