ჟურნალისტი ჯამელი “ტვიტერით” იტყობინება, რომ 22 წლის მარცხენა მცველი ნუნუ მენდეში პსჟ-სთან 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ, სეზონური გასამრჯელოს 10 მილიონ ევრომდე მომატებას მოითხოვს.
პარიზული კლუბი პორტუგალიელისთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს და შეიძლება დაემშვიდობოს. მისი სამსახურით “მანჩესტერი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებული.
ამ სეზონში ნუნუ მენდეშმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 55 მილიონია.