ავარიას გარდაბნის მუნიციპალიტეტში 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს VAZ-ის და Volkswagen მარკის ავტომობილები შეეჯახა.არსებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლამდე ბიჭია, რომელიც სავარაუდოდ VAZ-ის მარკის ავტომობილს მართავდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხუციშვილი: მართლა ტროტუარზე გადაადგილების შეფერხება რომ იყოს პრობლემა, პირველ რიგში თავისუფლების მეტროს წინ, ლეზგინკას მოცეკვავეებს დაიჭერდნენ, ან ქუჩებში ტაატით და განცხრომით დიდ ჯგუფებად მოსიარულე რუსებს, ინდოელებს და არაბებს