ერლინ ჰოლანმა “მანჩესტერ სიტიში” კონტრაქტი 9 წლით გაახანგრძლივა, ამის შესახებ ინფორმაცია მანჩესტერულმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.
ნორვეგიელი “სიტიში” 2034 წლამდე დარჩება, Marca-ს ცნობით კი 2029 წელს მის მსურველ კლუბებს გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედება შეეძლებათ, თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გამოცემის ინფორმაციით, იგი 200 მილიონს გადააჭარბებს.
ჰოლანმა მიმდინარე სეზონში “ქალაქელების” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 მატჩი გამართა, თავი კი 21 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.