ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია! [VIDEO]

ხვიჩა კვარაცხელია “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია, – ამის შესახებ “ეკიპი” იტყობინება.
ქართველმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პსჟ-სთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პსჟ ხვიჩას ყოფილ კლუბს “ნაპოლის” 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. “კვარა” პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.
ქართველის დებიუტი პარიზულ გუნდში 25 იანვარს “რეიმსთან” საშინაო მატჩში შედგება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია იტალიიდან დროულად არ გაუგზავნეს, მაგრამ როგორც გაირკვა, საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა.