არქივი17 იანვარი, 2025, 21:37
სტეფან სიკაჩი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

სტეფან სიკაჩი "დინამო თბილისში" დაბრუნდა. 36 წლის მოლდოველმა მეკარემ დედაქალაქურ გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდა.
სიკაჩი "დინამოში" 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი "აკჟაიკისა" და "კაისარის" ღირსებას იცავდა.
fcdinamo.ge
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.