არქივი17 იანვარი, 2025, 17:08
სულშერი "ბეშიქთაშს" ჩაიბარებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი "ბეშიქთაშს" ჩაიბარებს, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელი სპეციალისტი "ბეშიქთაშთან" 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სულშერის დანიშვნის შესახებ თურქული კლუბი ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.
"ბეშიქთაში" თურქეთის სუპერლიგაში 30 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.