“ნაპოლისა” და “რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო პერინეტიმ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მის პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.
“კვარაცხელია? “ნაპოლიმ” ფანტასტიკური ფეხბურთელი დაკარგა, რომლის შენარჩუნებასაც კონტე ცდილობდა. მაგრამ კითხვა შემდეგშია – რომელი “კვარა” დაკარგა “ნაპოლიმ”? უმოტივაციო და გაფანტული, თუ გადამწყვეტი მოთამაშე?
თუ “პარტენოპეი” მის შემცვლელად გარნაჩოს დაიმატებს, არგენტინელს შესაძლოა, ფანები მეფესავით შეხვდნენ. მჯერა, რომ გარკვეული სტრუქტურით, რომელშიც ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული, “ნაპოლი” ალეხანდროს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დამატებას შეძლებს”, – განაცხადა პერინეტიმ.
შეგახსენებთ, დიდი ალბათობით, პსჟ “კვარას” ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.
გარნაჩოს ბონუსები და კოჭების გორებაო, ხვიჩას კი ყველაზე დაბალი ხელფასი და ათასგვარი კვანძის დადება. ეგაა თქვენი სამართალი და მასე ვეღარასდროს მოიგებენ სკუდეტოს.