“მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ…” – მარადონას შვილმა “კვარაზე” ისაუბრა

ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილი, დიეგო მარადონა უმცროსი ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” წასვლის გადაწყვეტილებას არ უწონებს, ამის შესახენ მან Radio Goal-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მამაჩემის “ნაპოლიდან” წასვლა? მაშინ სხვა დრო და ადამიანები იყვნენ, მაგრამ მამას გუნდი ასე მოულოდნელად არ დაუტოვებია. არ ვაპირებ განვსაჯო ბიჭი, რომელიც “პარტენოპეის” მესამე სკუდეტოს მთავარი გმირი იყო.
კვარაცხელიას გადაწყვეტილებას არც ვეთანხმები და არც მომწონს, მაგრამ მსურს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. კონტეს პოზიციას კი მივესალმები, ვისაც გუნდში თამაში არ უნდა, მათთვის კარი ღიაა.
გარნაჩო “კვარას” შემცვლელად? ხვიჩას დონის ფეხბურთელის პოვნა თითქმის
შეუძლებელია. როცა ქართველი მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს, ის თავის პოზიციაზე ტოპ 3-შია”, – განაცხადა მარადონა ჯუნიორმა.
შეგახსენებთ, უკვე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. ქართველი ახალ გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში