დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას

შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის -ის არჩეული პრეზიდენტი , რომელიც დისკუსიას ონლაინ ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი , ასევე უკრაინის პრეზიდენტი , ევროკომისიის პრეზიდენტი , ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი , ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები.
ჩინეთს ფორუმზე წარმოადგენს ვიცე-პრემიერი დინ სიუესიანი. ამასთან, დავოსის ეკონომიკური ფორუმის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ს პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ მუსტაფა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ჰასან ალ შიბანი.
დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ასევე ელოდებიან არგენტინის, პერუს, სამხრეთ აფრიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ეგვიპტის, ერაყის, კატარის, მონღოლეთის, ბანგლადეშის, მალაიზიის, ტაილანდის, ვიეტნამისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებს.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები, მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს გაიმართება. მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში სულ მონაწილეობას მიიღებს 3 000 წარმომადგენელი 130 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
1tv.ge