პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ში 26 იანვარს ლიგა 1-ის მე-19 ტურში “რეიმსთან” საშინაო მატჩში შედგება.
ქართველი ფეხბურთელი უკვე საფრანგეთშია, ის სამედიცინო შემოწმებას დღეს ან ხვალ გაივლის, რის შემდეგაც ახალ გუნდში ოფიციალურად წარადგენენ.
მოგეხსენებათ, პსჟ 23 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში საშინაო არენაზე “სიტის” უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენებურს ასპარეზობის უფლება არ ექნება.