დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

დღეს, 16 იანვარს კიევში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. ის და უკრაინის პრეზიდენტი ხელს მოაწერენ თავდაცვის და სხვა სფეროებში გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას.
სტარმერმა კიევში განაცხადა, რომ ს პრეზიდენტმა პუტინმა ში შეჭრით გრანდიოზული სტრატეგიული მარცხი განიცადა, რადგან დასავლეთისგან უკრაინის ჩამოშორების ნაცვლად, დღეს დასავლეთი და უკრაინა ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.
გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, სტარმერი ზელენსკისთან შეხვედრაზე განიხილავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხსაც.
დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი უკრაინაში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში სათავეში ჩაუდგა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას.
კირ სტარმერი კიევში ჩავიდა -ის არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე. ევროპაში შიშობენ, რომ ტრამპი შეცვლის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის კურსს, რომელიც უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას ითვალისწინებდა.
გასულ კვირაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მხარადჭერის საკითხი განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.