ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს

კატარის პრემიერ-მინისტრმა ალ-ტანიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ და პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. კატარი, ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მოლაპარაკებებში შუამავლის მისიას ასრულებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, რასაც დადასტურება სჭირდება ისრაელის მთავრობისგან. სააგენტო Reuters-ის წყაროს ცნობით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტილებას დღეს, 16 იანვარს მიიღებს.
ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა დეტალს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. ცნობილია, რომ შეთანხმება 3-ეტაპიანია. ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზა 42 დღეზეა გათვლილი და ამ პერიოდში ისრაელის არმიის სამხედროებმა თანდათან უნდა დატოვონ ღაზის სექტორი და იქ ყოველდღიურად უნდა შეუშვან რამდენიმე ასეული სატვირთო ავტომანქანა ჰუმანიტარული დახმარებით.
ისრაელის, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰამასმა პირველ ეტაპზე 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 94 მძევალი, რომლთაგან 30-ზე მეტი შესაძლოა, ცოცხალი აღარ იყოს.
· ისრაელმა ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 45 000-ზე მეტი ადამიანი. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
ფორუმი