ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

3:3. ზივზივაძის პირველი საგოლე მოქმედება ბუნდესლიგაში - "ჰაიდენჰაიმმა" ბრემენში ქულა მოიპოვა [VIDEO]

3:3. ზივზივაძის პირველი საგოლე მოქმედება ბუნდესლიგაში - "ჰაიდენჰაიმმა" ბრემენში ქულა მოიპოვა [VIDEO]

ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე „ვერდერთან“ ფრეს მიაღწია - 3:3.
მასპინძლები უკვე 45-ე წამზე დაწინაურდნენ, როდესაც გრიულის დარტყმული ბურთი მცველისგან რიკოშეტით მიიულერის კარში აღმოჩნდა. ცოტა ხანში მიულერმა აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული სტუმრებმა შეუტიეს და შიოპნერმა ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ „ვერდერი“ დუკშმა გაიყვანა წინ. მალე ზივზივაძის პასით კერბერმა თანაფარდობა აღადგინა. 79-ე წუთზე გრიულმა დუბლი შეასრულა და „მუსიკოსები“ ისევ დააწინაურა, თუმცა კომპენსირებულ დროში სიენზამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაიტანა და „ჰაიდენჰაიმს“ ქულა მოუპოვა.
ქართველმა ბუნდესლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა და
პირველად გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.1.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მე-15 ადგილზეა და 18 იანვარს „სანკტ-პაულის“ მიიღებს.
ვერდერი - ჰაიდენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 გრიული (1), 1:1 შიოპნერი (30), 2:1 დუკში (56), 2:2 კერბერი (61), 3:2 გრიული (79), 3:3 სიენზა (90+5)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.