მიქაუტაძის სეზონში მერვე გოლი - "ლიონი" თასზე სამოყვარულო გუნდთან დამარცხდა [VIDEO]
![მიქაუტაძის სეზონში მერვე გოლი - "ლიონი" თასზე სამოყვარულო გუნდთან დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/01/9dcc808a4732792b157e10007591ea88-kAaoTv.jpeg)
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში „ლიონი“ გასვლაზე რანგით მეხუთე დივიზიონის სამოყვარულო გუნდთან, „ბურგუან-ჟალესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
სტუმართა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი გაიტანა და 65-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 23 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„ლიონი“ შემდეგ მატჩს 19 იანვარს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში „ტულუზას“ უმასპინძლებს.
ბურგუან-ჟალე - ლიონი 2:2 (პენ 4:2)
გოლები: 1:0 მუჟეცკი (20), 1:1 მატიჩი (45), 1:2 მიქაუტაძე (64), 2:2
მუჟეცკი (69)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.