თბილისის “დინამო” შეკრებაზე გაემგზავრა

დინამო თბილისი ზამთრის შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა. დედაქალაქური გუნდი პირინეის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლამდე დარჩება და ამხანაგურ მატჩებს გამართავს, მეტოქეთა ვინაობას ახლო მომავალში გაცნობებთ. საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი კი ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.
ვლადიმერ კაკაშვილმა პორტუგალიაში 19 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი
მცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი გვასალია, ირაკლი იაკობიძე, თენგიზ გობეშია, მუხრან ბაგრატიონი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე, ცოტნე ბერელიძე
თავდასხმა: დავით გოცირიძე, ვახო სალია, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი
საბა ხვადაგიანი
ტრავმირებულია და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება. შემადგენლობის მხრივ კი სიახლეებიც გვექნება, რასაც პერიოდულად გაცნობებთ.
რაც შეეხება ალექსანდრე კალანდაძეს, ნიკა ნინუას, ვასილიოს გორდეზიანს, ლევან ოსიყმაშვილს, ჯადული იობაშვილს, ბენსონ ანანგს და დომინიკ რაიტერს – ფეხბურთელების მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
fcdinamo.ge