არქივი15 იანვარი, 2025, 20:36
"ლიონმა" არგენტინის ნაკრების შემტევი დაიმატა

"ლიონმა" "ბოტაფოგოდან" სეზონის ბოლომდე 23 წლის ნახევარმცველი ტიაგო ალმადა იჯარით აიყვანა, - ამის შესახებ ფრანგული კლუბი საიტით იტყობინება.
ალმადამ მიმდინარე სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების განაცხადში იყო.
"ლიონის" და "ბოტაფოგოს" მფლობელი ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ტექსტორია.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.