Le Parisien წერს, რომ “ნაპოლიმ” “ლილის” ვინგერ 25 წლის კოსოვოელ ედონ ჟეგროვასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა გუნდებმა სატრანსფერო თანხაზე უნდა მოილაპარაკონ.
კოსოვოელი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად მიიჩნევა და წესით, ქართველის ტრანსფერიდან აღებული თანხის წყალობით, “პარტენოპეის” ფრანგულ მხარესთან შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეს.
ჟეგროვა “ლილს” 2022 წელს “ბაზელიდან” შეუერთდა, იქამდე კი “გენკისა” და “სენტ ტრუიდენის” ღირსებასაც იცავდა.
მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
ხვიჩაში აღებული ფულით თავისუფლად შეუძლიათ, ერთი კი არა, სამი ჟეგროვა იყიდონ, ხოლო ლაურას კომერციულ ნიჭების გათვალისწინებით, იქნებ, ნახევარი დუჟინიც მოუვიდეთ, მაგრამ მოედანზე კი მაქსიმუმ ერთის გამოყენების უფლება ექნებათ…