წულუკიანი ჯადოსნურ მთაზე: როცა ქალი რეჟისორი თავის გაყიდვას ცდილობს, საცოდავი შედეგი დგება

კინოცენტრი არავის დუქანი არ არის. კინოცენტრი არის სახელმწიფო ორგანიზაცია, სახელმწიფო ფონდი, რომელსაც მიმართავთ და ის გიფორმებთ ან არ გიფორმებთ ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში გაფორმდა ხელშეკრულება უფლება-მოვალეობების შესახებ. უფლება არის რომ მიიღო ფული და გადაიღო ფილმი იმ კონკრეტული სცენარის მიხედვით, რომელზეც კინოცენტრი ხელშეკრულებაში გიწერს, რომ ამ სცენარიდან გადახვევის უფლება არ გაქვს […] ამას რეჟისორმა ხელი მოაწერა და დაიწყო ფილმის გადაღება და იმ კონკრეტული სცენარის მიხედვით ჩააბარა კიდეც დაუსრულებელი, მაგრამ პროდუქტი. მას შემდეგ, რაც გაიგო რომ ბიძინა ივანიშვილი იწყებს აბასთუმნის აღორძინებას, უკვე შემოჰყავს ის თავის ფილმში ძალიან პათეტიკური და არც თუ ისე გემოვნებიანი ფორმით […]
დოკუმენტალისტიკაში თუ ცენზურის მაგალითი გვინდა, ეს არის როდესაც დოკუმენტურ სტუდია რაკურსს წინა ხელისუფლებამ ქონება წაართვა და ის მასალა გაუნადგურა, სადაც მათთვის მიუღებელი იყო. აი, ეს არის ცენზურა და ბრძოლა თავისუფალი კინოს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საუბარია სახელშეკრულებო ურთიერთობებით არსებულ ვალდებულებების დაცვაზე. ვიღებთ ძალიან საცოდავ შედეგს, როდესაც ქალი რეჟისორი საკუთარი თავის გაყიდვას იაფფასიანი მეთოდებით ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”