მანა საფრანგეთში ჩავიდა, პროცესში ჟორჟე მენდეში ჩაერთო – რა ხდება ხვიჩას ტრანსფერზე სინამდვილეში

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლის შესახებ სხვადასხვა გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციებს, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა კონკრეტიკაც არსებობს.
„რეპუბლიკას“ ცნობით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა დღეს დილით ჩაფრინდა ნიცაში, სადაც „პარი სენ ჟერმენთან“ გადამწყვეტ მოლაპარაკებებს გამართავს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ლოს-ანჯელესში იმყოფება, იტალიაში დაბრუნება გადადო, მაგრამ რა თქმა უნდა, თავად აკონტროლებს სიტუაციას.
Il Mattino იტყობინება, რომ ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია და პროცესში რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში ჩაერთო, რომელიც დე ლაურენტისის ძველი მეგობარია.
ერთი სიტყვით,
მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ, ოღონდ „ნაპოლის“ პირობების გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბები თანხაზე უნდა მორიგდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ვაჭრობენ, ხოლო დანარჩენი ყველაფერი მედიასაშუალებების ვარაუდებია.