კვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში უახლოეს მომავალში გადასვლის შესახებ ინფორმაციებს ყველა წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემა ავრცელებს.
Il Roma-ს ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო „ტვიტერზე“ წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ პარიზული კლუბის მფლობელს, ნასერ ალ-ხელაიფის 80 მილიონ ევროზე მოურიგდება.
სკოტო აღნიშნავს, რომ ხვიჩამ ტრანსფერის დაუყოვნებლივ განხორციელება მოითხოვა, „პარი სენ ჟერმენთან“ კი ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვით მისი სეზონური გასამრჯელო 8 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და პარიზული გუნდში მოუთმენლად ელიან, რათა ის ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმაროს.
სატრანსფერო
ექსპერტის, ნიკოლო სკირას ცნობით, დე ლაურენტისი „კვარას“ 80 მილიონზე ნაკლებად არ დათმობს, ხოლო პსჟ ქართველს 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებს – წლიური ხელფასი 9+2 მილიონი.
“კვარას” ამჟამინდელი ანაზღაურება 1.6 მილიონია და პარიზულ კლუბში შეეძლება 11 მილიონამდე გამოიმუშავოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში