ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო დაატყვევეს

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსების მხარდამხარ იბრძვიან.

“ეს ორი ჯარისკაცი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, ისინი ჩამოიყვანეს კიევში და მათთან უკრაინის უშიშროების გამომძიებლები მუშაობენ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე ტყვეების სურათებია გამოქვეყნებული.
მან აღნიშნა, რომ უშიშროების უწყებას დაავალა ტყვეებთან ჟურნალისტების შეხვედრის უზრუნველყოფა.

“მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ კურსკის ბრძლებში რამდენიმე ჩრდილოკორეელი კარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ცნობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ