ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, თანამდებობაზე იქამდე დარჩება, სანამ მისი „ლიბერალური პარტია“ ახალ ლიდერს აირჩევს.
ამასთან, ჯასტინ ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა დროებით, 24 მარტამდე შეაჩერა.
ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან იგი „ლიბერალური პარტიის“ ლიდერი იყო.
უცხოური მედიის თანახმად, გადადგომის მოთხოვნით ჯასტინ ტრუდოზე ზეწოლა გასულ თვეში, კანადის ფინანსთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაიზარდა. იგი ჯასტინ ტრუდოსთან ხარჯების გამო არსებული უთანხმოების გამო გადადგა. კანადაში 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – გრძელი და არსებითი სატელეფონო საუბარი მქონდა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – უკრაინა აპირებს ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელებას, რათა მიაღწიოს მშვიდობას

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული