რას იწვევს კაფსულები, რომლებსაც ესროდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს – ექიმების ბრიფინგი

მედიკოსებმა გაარკვიეს, რა ტიპისს კაფსულებს ესროდა ხარებას სპეც დანიშნულების რაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს.
ეს ე.წ კოდირებული კაფსულაა, რომლის ანოტაციაშიც წერია, რომ ის არ უნდა გამოიყენონ დამიზნებით ადამიანის მიმართულებით, რადგან არასწორი გამოყენების შემთხვევაში, დამრბევი საშუალება ან სერიოზულ დაზიანებას იწვევს, ან სიკვდილს.
საგანგებო ბრიფინგზე ექიმებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსაც დააკისრეს, რადგან სარჯველაძის უწყებას არ გაუცია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა პროტოკოლით უნდა ემკურნალათ ქიმიური საშუალებით მოწამლული აქციის მონაწილეებისთვის.
ეს კაფსულა, რომელიც ინდეტიფიცირებულია GL-202, მართალია ჯერ არ ვიცით მისი აქტიური ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ ვიცით რეკომენდაციები, რომლებიც უნდა ყოფილიყო დაცული. არ უნდა გამოყენებულიყო ადგილზე, სადაც იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. სიმპტომები, რომელბიც ამ აირების გამოფრქვევის შემდეგ გაჩნდა, ნახევარ საათში უნდა გამქრალიყო, იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა, რეკომენდებული დოზით გამოყენებული“, -ამბობს ექიმი, მანანა ჯებაშვილი,
თვეზე მეტი გავიდა რაც ძალოვანებმა მოქალაქეების დასარბევად ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და მოქალაქეებს დღემდე აქვთ სხვდასხვა სიმპტომი, რომელიც თავიდანვე აღენიშნებოდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!