გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მან “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.
“არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან.” – განაცხადა ნათია მერებაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში