ოთარ ზურაბიშვილი – შობის პერიოდში დიპლომატიური ცხოვრება შენელებულია, ახლო მომავალში ეს გამოცოცხლდება – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წასვლას აშშ-ში და ინაუგურაციაზე დასწრებას, სხვა პროცესებიც მოჰყვება

შობის პერიოდში დიპლომატიური ცხოვრება შენელებულია, ახლო მომავალში ეს გამოცოცხლდება. პრეზიდენტის [] წასვლა -ში და ინაუგურაციაზე დასწრებას, სხვა პროცესებიც მოჰყვება,- ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ახალი ა.
„აუცილებელია, რომ ადამიანები გამოვიდნენ და თავიანთი პროტესტი გამოხატონ. აგრეთვე აუცილებელია, რომ უფრო მეტი ახალგაზრდაც გამოვიდეს, მაგრამ პროტესტი გაუჩერებელია. ყოველდღეა ხალხი რუსთაველის გამზირზე.
შობის პერიოდში დიპლომატიური ცხოვრება შენელებულია, ახლო მომავალში ეს გამოცოცხლდება. პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილი] წასვლა აშშ-ში და ინაუგურაციაზე დასწრებას, სხვა პროცესებიც მოჰყვება.
რაც გასულ დღეებში ვიხილეთ, ეს ხელისუფლების არალეგიტიმურობის ნიშანია და რაც დრო მიდის ეს არალეგიტიმურობაც მყარდება. ერთი გამოსავალი აქვს ქვეყანას, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება – ჩატარდეს ახალი არჩევნები! ამას უნდა დაველოდოთ და აშშ-ც დაგვეხმარება. ევროპაც, ალბათ, გამოიღვიძებს და ცოტა უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს.
კარგად არ ვიცით, თუ რა ცვლილებები იქნება ამერიკულ მთავრობაში, მაგრამ ნიშნები არის, რომ პროცესი მიდის ჩვენი მიმართულებით – მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი არ აღიარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობოები და ოპოზიცია გვეუბნებოდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია, სირცხვილით წვას, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო – რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, აღარავის ეცოდინებოდა