თეირანში იტალიელი ჟურნალისტის დაკავების გამო, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თეირანში იტალიელი ჟურნალისტის დაკავების გამო, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს.
„მთავრობა, სესილია სალას დაკავების პირველივე დღიდან სახლში მის დასაბრუნებლად დაუღალავად მუშაობს და მოვითხოვთ, რომ მისი ყველა უფლება დაცული იყოს“, – წერს ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა. იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ