ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით და აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ნობათი გადაეცათ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ნობათი მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 1500-მდე პირმა მიიღო.
„აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაახალწლოდ 1500-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა საახალწლო ნობათი მიიღო. დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და შევეცდებით მომავალ წელს უფრო აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს მათთან, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ყველა იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც აფხაზეთის მთავრობისა და მისი სამინისტროების მიერ ხორციელდება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
„საჩუქრებთან ერთად, დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ, სადაც აფხაზეთის მთავრობისა და მასში შემავალი სტრუქტურების მიერ 2025 წელს დაგეგმილი აქტივობების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. ბროშურაში ასევე მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)