გერმანიის კანცლერობის კანდიდატი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე – ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში

გერმანიის კანცლერობის კანდიდატის, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიას უკრაინაში სამშვიდობო ძალებში მონაწილეობის განხილვა მხოლოდ რუსეთის თანხმობით შეუძლია, – ინფორმაციას უკრაინული მედია Die Zeit-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გერმანიის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის საჭიროა მანდატი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კანონმდებლობას.
უმთავრესი ფაქტორია რუსეთის თანხმობა, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ასეთი მისიები არ იქნება ეფექტური და შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს.
თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, მაშინ ამის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ იქნება მკაფიო მანდატი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მე მას ახლა არ ვხედავ. ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში“, – განაცხადა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან