თბილისის მერიის წინ საჯარო მოხელეების მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის წინ საჯარო მოხელეების მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, თბილისის მერიიდან და სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა.
აქციაზე იმყოფებიან საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები, პროფკავშირების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეები თბილისის მერიის წინ აქციის გამართვის შემდეგ მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გაემართებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას