ზეედორფის შვილმა “მილანის” პირველ გუნდში ივარჯიშა

კლარენს ზეედორფის შვილმა, ნახევარმცველმა დენზელმა “მილანის” პირველ გუნდში ივარჯიშა.
დენზელი “მილანის” 18-წლამდელთა გუნდში თამაშობს და “ლაციოსთან” მატჩის წინ “როსონერის” მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ პირველ გუნდში სავარჯიშოდ მიიწვია.
დენზელი 2007 წლის 25 მაისს დაიბადა, ჩემპიონთა ლიგაზე “მილანის” ბოლო გამარჯვებამდე ორი დღით ადრე, როდესაც ათენში “ლივერპულთან” მატჩში (2:1) მისი მამა სასტარტო შემადგენლობაში იყო.
დენზელი “მილანის” აკადემიაში 12 წლის ასაკიდან ვარჯიშობს, ამ სეზონში კი პირველად იასპარეზა U18-ში.