საჯარო მოსამსახურეები პროფესიულ კავშირს აფუძნებენ

საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. დამფუძნებლებმა დღეს იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით მიმართეს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას”.
„ორგანიზაცია, სახელწოდებით „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული საქართველოს მოსახლეობის ნებისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მიმართ, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვას; საჯარო მოსამსახურეების სამუშაო პირობების, ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება და ხელშეწყობას; საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარებისა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას, ასევე ადვოკატირებას; საჯარო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საქმიანობის სტანდარტების ამაღლებას, ახალი ცოდნის/უნარების შეძენის ან/და გადამზადების თვალსაზრისით, თეორიული და პრაქტიკული ღონისძიებების უზრუნველყოფას; საზოგადოებაში საჯარო მოსამსახურეთა როლის განმტკიცება და საჯარო მმართველობის მიმართ მოქალაქეთა ნდობისა და ჩართულობის ზრდას; ევროინტეგრაციის ფარგლებში, კარგი მმართველობის პრინციპზე დაფუძნებული, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას; საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი, საქართველოს კონსტიტუციის მხარდამჭერი, დემოკრატიული, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების, სტაბილური, ეფექტური და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას. პროფესიული კავშირი მზად არის, მიმართოს კანონის ფარგლებში არსებულ ყველა ზომას და დაიცვას საჯარო მოსამსახურეების უფლებები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ