მაია სანდუ – რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„როცა ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ნგრევას ირჩევს. თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და რაკეტით მოლდოვის საჰაერო სივრცეს არღვევს. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართალს აშკარად არღვევს. მოლდოვა ამ ქმედებებს გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს“, – წერს მაია სანდუ.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსული რაკეტა უკრაინის სივრცეში მოლდოვიდან შევიდა.
შეგახსენებთ, 25 დეკემბრის ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 50-მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)