ილჰამ ალიევი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

ილჰამ ალიევი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ ბაქო-გროზნოს მარშრუტით მფრინავ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფის შესახებ ცნობები მიიღო. მან სასწრაფოდ უკან დაბრუნების ბრძანება გასცა. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული საკითხები სახელმწიფოს მეთაურის პირადი კონტროლის ქვეშ არის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 28 ადამიანი გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს