ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზზე დრონით შეტევა დაადასტურა

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება დრონით შეტევის შედეგი იყო.
ადგილობრივი დროით დღის 2 საათისთვის მენიაილომ ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აფეთქება და ხანძარი გამოიწვია ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა. სერგეი მენიალო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ზოგიერთ სხვა რეგიონზეც.
მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა არ დაადასტურა თავდაპირველი ვერსია, რომ სავაჭრო ცენტრში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა, ისიც უარყო, რომ ვლადიკავკაზზე დრონით შეტევა იყო, კერძოდ ტელეანძის რაიონში.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ცნობით, ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” დღეს, 25 დეკემბერს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დილით, მეზობელი ინგუშეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ ქალაქ მალგობეკში დრონი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
უკრაინას, რომელიც რუსეთის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით პრაქტიკულად, ყოველდღე უტევს, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად