“როდესაც აკრიტიკებთ, ნუ გავიწყდებათ, რომ…” – ფედელემ “კვარაზე” ისაუბრა

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
კანავაროს ყოფილი მენეჯერის თქმით, ხვიჩას “პარტენოპეისთვის” კვლავ დიდი სარგებელი მოაქვს.
“ანტონიო კონტემ ნათლად დაგვანახა, თუ რომელი ფეხბურთელის დატვირთვა სურს მოედანზე ყველაზე მეტად. როდესაც კვარაცხელიას კარგი თამაში აქვს, “ნაპოლის” შეჩერება ურთულესია. ზოგჯერ მას აკრიტიკებენ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და 3 შედეგიანი პასია.
როდესაც ქართველი გამოჯანმრთელდება და მოედანზე დაბრუნდება, იდეალური იქნება, თუ მეტოქის კართან უფრო ახლოს
ითამაშებს”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, ხვიჩამ დაზიანება რამდენიმე კვირის წინ “ლაციოსთან” გამართულ მატჩში მიიღო. Sky Sport-ის ცნობით, იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და გუშინ საერთო ჯგუფთან ერთად სრულად ივარჯიშა.
გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა, შაბათს “ჯენოასთან” მატჩისათვის მზად იქნება და ახლა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უნდა გადაწყვიტოს, გენუაში ათამაშოს თუ არა.
თუ კონტე არ გარისკავს და ხვიჩას “ჯენოასთან” შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანს, მას 29 დეკემბერს სახლში “ვენეციასთან” ასპარეზობის საშუალება მიეცემა. გადაწყვეტილებას გუნდის თავკაცი სამედიცინო შტაბთან ერთად მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში