ირაკლი – თუკი რომელიმე მოხელეს სანქციების გამო რაიმე პრობლემა წარმოექმნება, სახელმწიფო უზრუნველყოფს ფინანსურ დანაკლისს – კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეზე, რომელსაც დაწესებული სანქციების გამო ფინანსური ზიანი მიადგება, სახელმწიფო კომპენსაციას გასცემს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კომპენსაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
„ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს ამ სანქციებიდან წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არის პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებასა და ჰუმანურობაზე პასუხი. კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს