“უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს; უნდა შედიოდეს ციხეზე; უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე”– ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს არ შეხვდება

დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში
უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში: ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს მითუმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები მითუმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი მითუმეტეს თუ ახერხებ სთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება
პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად, რუსულ მატარებელს დაესხნენ თავს, რომელითაც საწვავი მასალები გადაჰქონდა (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ