შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
მათ გაშლილი აქვთ ბანერი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ევროპული მომავლისთვის“. ასევე მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერებით – „ჩვენი ადგილი ევროპულ საქართველოშია“, „ევროპა უცხო ქვეყანაში კი არა, საქართველოში მინდა!“ „ევროპის გარეშე იზოლაცია გარდაუვალია“, „შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს“.
ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ევროპა მათი შვილებისთვის ინტეგრირებულ და შესაძლებლობებით სავსე გარემოს ქმნის, განსაკუთრებით კი შშმ პირებისთვის.
მათივე თქმით, შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის სერვისები, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლური დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები, ქვეყანაში ახალი ჩაინიშნოს და განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა