სასტუმრო ტელეგრაფის გახსნა 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება. სასტუმროს პირველი დამსვენებლები 2024 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა გახსნა გადაიდო. რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული სასტუმრო 239 ნომერს აერთიანებს. ინვესტიციების საერთო მოცულობა $61.7 მლნ.-ს შეადგენს. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 6 რესტორანი, ჯაზკლუბი, ბარები და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.
2024 წლის ნოემბერში, სილქ ჰოსფითალითის მართვაში, ტელეგრაფი გახდა პირველი სასტუმრო საქართველოში და რეგიონში, რომელიც შეუერთდა The Leading Hotels of the World (LHW)-ს, რაც ელიტური სტუმარ-მასპინძლობის გლობალური სიმბოლოა.
სასტუმრო 1970-იან წლებში არქიტექტორების ლადო ალექსი-მესხიშვილისა და თეიმურაზ მიქაშავიძის მიერ დაპროექტებული ტელეგრაფის შენობაში განთავსდება. რეკონსტრუქცია მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული დიზაინის სტუდიის Neri & Hu-ს მიერ განხორციელდა. შენარჩუნებულია შენობის ორიგინალური დიზაინის, მათ შორის ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული ფასადი და მას თანამედროვე ინტერიერი დაამატა.
