Reuters – უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

კიტ კელოგი, რომელიც -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთში მის სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა, იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის რამდენიმე სხვა დედაქალაქში გაემგზავრება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული მოგზაურობის დროს კიტ კელოგი მოსკოვში ჩასვლას არ გეგმავს.
კელოგი კიევში ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. მისი გუნდი მუშაობს ევროპის სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის, ლიდერებთან შეხვედრების ორგანიზებაზეც, თუმცა, წყაროების განცხადებით, მოგზაურობის დაგეგმვა ჯერ კიდევ ხორციელდება და მარშრუტი, შესაძლოა, შეიცვალოს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრები, უფრო მეტად, ფოკუსირებული იქნება ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის სახელით ფაქტების დადგენაზე, ვიდრე აქტიურ მოლაპარაკებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით